აშშ-ის საელჩომ გრაფ ოლდენბურგის სასახლის ისტორიული დარბაზები აღადგინა

აშშ-ის საელჩომ გრაფ ოლდენბურგის სასახლის ისტორიული დარბაზები აღადგინა. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მემკვიდრეობის სიაში არსებული მე-19 საუკუნის პერიოდის 8 დარბაზი განახლდა.
სასახლეში ამჟამად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმია განთავსებული. ერთ-ერთ დარბაზს ჯორჯ ბალანჩინის სახელი მიენიჭა. ასევე გაიხსნა ნიუ-იორკის ბალეტის ფოტოგრაფის პოლ კოლნიკის ფოტოგამოფენა, რომლის ორგანიზატორიც ნინო ანანიაშვილი იყო.
გამოფენა ჯორჯ ბალანჩინის 110 წლისთავს მიეძღვნა. აშშ-ის საელჩო ბალანჩინის წლისთავის აღნიშვნას სხვადასხვა ღონისძიებით 23 მაისამდე გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები