ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე სარწყავი სისტემების მდგომარეობასა და არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

გიგლა თამაზაშვილის თქმით, მათი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში იყოს ისეთი პირობები უზრუნველყოფილი, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე.

„საქართველოს მელიორაცია ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ირიგაციის სისტემების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში უზრუნველვყოთ ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ პროცესში თვითმმართველობებთან თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს“, – აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

სამუშაო შეხვედრის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.

შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები