ქეთევან ციხელაშვილი: ლია გიგაური თავის საქმის პროფესიონალია, არ შეიძლება ადამიანი იყოს წინასწარ დისკრიმინირებული

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი, ლია გიგაურის მის მოადგილედ დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება ადამიანი იყოს დისკრიმინირებული წინასწარ, გარკვეული მოსაზრებების თუ ეჭვების საფუძველზე.
„ლია გიგაური არის ძალიან მაღალი პროფესიონალი თავისი საქმის, ჩვენ გვაქვს დიდი გამოცდილება ერთად მუშაობაში. მე ვფიქრობ, რომ მისი პროფესიონალიზმი და გამოცდილება წაადგება სამოქალაქო ინტეგრაციის ამოცანებს და პოლიტიკის ეფექტურად განხორციელებას. ის სწორედ ამ მიმართულებაზე იქნება კონცენტრირებული. ყველა სტრუქტურა განახორციელებს თავის საქმიანობას. სადაც არსებობს კითხვები, პასუხები უნდა გაეცეს. ვიცი, რომ ერთ-ერთ საკითხს, რაზეც კითხვები იყო, შემხვედრი სასამართლო სარჩელიც აქვს. საკითხები აუცილებლად უნდა იქნას მოკვლეული სამართლებრივ სივრცეში, თუმცა ბრალზე საუბარი ვერ იქნება და არ შეიძლება ადამიანი იყოს დისკრიმინირებული წინასწარ, გარკვეული მოსაზრებების თუ ეჭვების საფუძველზე. ჩვეულებრივი ამბავია კითხვების დასმა და ალბათ, ამ კითხვებს პასუხები გაეცემა”, – განაცხადა ციხელაშვილმა.
ცნობისათვის, ლია გიგაური განათლების მინისტრის მოადგილე იყო, ამჟამად კი სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები