პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.
აგრეთვე, განიხილეს ტოივო კლაარის უახლოესი ვიზიტები ოკუპირებულ რეგიონებში.
შეხვედრისას, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკისადმი. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარის მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების პროცესში, განსაკუთრებით კი, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფაში.
ხაზგასმით აღინიშნა სამშვიდობო პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მისიების შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობა.
ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებსა და მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების აუცილებლობას.
აგრეთვე, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები