არჩილ თალაკვაძე: როცა ჩვენი ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს

,,როცა ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ,,მწვანე პოლიტიკის” შეფასებისას განაცხადა.
,,როცა ჩვენი ოპონენტები შავ წარსულში დაბრუნებას გვთავაზობენ, პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მწვანე პოლიტიკაზე მუშაობს. მწვანე შავის ნაცვლად – განსხვავება აშკარად ჩანს. ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ცენტრალური უბნების განტვირთვა ავტომანქანებისგან – ამ გეგმებისთვის უკვე კონკრეტული ვადები დასახელდა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივის „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა.
„მწვანე ეკონომიკა“ არის ჩვენი რეფორმების მთავარი ქვაკუთხედი. ეს ხედვა მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, საწვავის სტანდარტი, მშენებლობა და რა თქმა უნდა, ტრანსპორტი. საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც შემდეგი ათი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ჩანაცვლდება ელექტრომობილებით და შესაბამისად, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ მოკლე ვადაში ჩაანაცვლებს თავის ავტოპარკს ელექტრომობილებით. ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, მაგრამ ამავე დროს, ეს გეგმა ძალიან დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს და ძალიან დიდ ღირებულებას შესძენს ჩვენს ეკონომიკას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები