„მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირის საერთო არქიტექტურაში”

საქართველოს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი შეხვედრა ავსტრიის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩთან, არად ბენკოსთან ერთად გაიმართა, რომელიც ავსტრიის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტებს შეეხებოდა. ღონისძიება ბერტა ფონ ზუტნერისადმი მიძღვნილი გამოფენის ფონზე მიმდინარეობდა.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთოხების ხელშეწყობა და ამ პროცესში საქართველოს წვლილის გაზრდა. ჩვენი დღევანდელი ღონისძიების მთავარი თემებია: ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, განსაკუთრებით ეს ეხება ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გამყარებას, როგორც ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში მდგარ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროკავშირის საერთო არქიტექტურაში და გავაგრძელოთ ამ მიმართულებით თანმიმდევრული და კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხარა ავსტრიის ელჩს, დისკუსიაში მონაწილეობისთვის და საინტერესო გამოფენისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები