დავით კოდუა სამკურნალოდ უცხოეთში მიჰყავთ

ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება დათო კოდუა წაიყვანონ უცხოეთში – ამის შესახებ ერეკლე კოდუას მეუღლემ ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა. მისი თქმით, დავით კოდუას ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. როგორც ჟორჟოლიანი წერს, მისი გონება ჩამორჩება რეალურ გარემოს და რასაც ამბობს ძალიან შორს არის რეალობასთან.
“ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება დათო კოდუა წაიყვანონ უცხოეთში. სიცოხლე კი შეინარჩუნა, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, მძიმე იმ კუთხით რომ მისი გონება ჩამორჩება რეალურ გარემოს და რასაც ამბობს ძალიან შორს არის რეალობასთან. რასაც ამბობს არა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად. საუბრის მანერა ძალიან შენელებულია და გაუგებარი… მოკლედ ნოშრევანის “გმირობამ” როგორც თავად იტყოდნენ იმაზე მეტი ნაკვალევი დატოვა ვიდრე წარმოგვედგინა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეიბუქის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ აბაშიძის ქუჩაზე დავით კოდუას თავდასხმის ფაქტი 3 მაისს მოხდა. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ დავით კოდუას ცემაში ბრალდებულ ნოშრევან ნამორაძეს აღკვეთ ღონისძიებად 2 – თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინგოროყვას კლინიკაში დავით კოდუას დასაკითხად სამართალდამცველები ორჯერ მივიდნენ თუმცა კოდუას დაკითხვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა, რადგან ბიზნესმენს ტვინის შერყევის გამო, მასზე განხორციელებული თავდასხმის დეტალები კარგად არ ახსოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები