ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანთა უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელს, ქსენია დაშუტინას შეხვდა.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარი წინასაარჩევნო კამპანიაზე და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრეს.
„საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას აკვირდება არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია. ამ შეხვედრაზე გავცვალეთ მოსაზრებები საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის შესახებ. ვისაუბრე იმის თაობაზე, რომ აგრესიული კამპანია და ეთიკური წესების დარღვევაა, როდესაც სალომე ზურაბიშვილის შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელები მიდიან იმ განზრახვით, რომ მოხდეს შეხვედრის ჩაშლა, მაშინ როდესაც ჩვენ ყველა პირობას ვუქმნით ყველა ოპოზიციურ კანდიდატს იმისთვის, რომ საარჩევნო კამპანია ყოველგვარი წინაღობის, ბარიერების თუ ხელშეშლის გარეშე წარმართონ. შესაბამისად, მოწოდებები, რომელიც არის ძალადობრივი მომხრეების და მხარდამჭერების მიმართ, რომ მათი მისამართით იქნება გამოყენებული რეპრესიული ზომები, ბუნებრივია, ეს დემოკრატიულ პრინციპებს არ ესადაგება. ასევე, ინტერესია საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე, რაც ცვლილებები განვახორცილეთ, რომელიც შეეხო არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ შეეხება მომავალში საპარლამენტო არჩევნებს”,-განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის კომენტირებისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები