ილიას სახელობის უნივერსიტეტში და 55-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ჩაიშალა

ილიას სახელობის უნივერსიტეტში საგამოძიებო მოქმედებების გამო სასწავლო პროცესი შეწყდა – ამის შესახებ „კვირას“ უნივერსიტეტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ლაშა თვარაძემ განუცხადა.
სწავლის პროცესი შეწყვეტილია 55-ე საჯარო სკოლაშიც. როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა მედეა სამსონიამ განუცხადა, სამართალდამცველების მოთხოვნით სასწავლო პროცესი მეოთხე გაკვეთილის შემდეგ შეწყვიტეს.
„საგამოძიებო მოქმედების გამო სწავლის პროცესი შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ცრუ განგაში იყო, პოლიციის მოთხოვნით და უსაფრთხოების მიზნით მოსწავლეები სახლში გავუშვით“, – აღნიშნა მედეა სამსონიამ.
სასწავლო დაწესებულებებში საგამოძიებო მოქმედებები 331-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 11 საათზე, ერთდროულად, 55 -ე საჯარო სკოლაში და ილიას უნივერსიტეტში უცნობმა პირმა დარეკა და მათ ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მე-2 საჯარო სკოლაშიც შევიდა.

10370541_751532374869258_1366097411_n

10385156_751532291535933_237795116_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები