“არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე”

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს მთავრობის სხდომაზე ცალკეულ საკითხთა განხილვის მოთხოვნის უფლება.
თუმცა, მისივე განმარტებით, არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას, პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მთავრობის სხდომაზე.
“კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლება დაუკავშირა საკითხის მოთხოვნას. ეს ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ამ უფლებას ვერავინ წაართმევს, თუმცა გადაწყვეტილებას – თუ რა საკითხების განხილვა მოხდება მთავრობის სხდომაზე – იღებს პრემიერ-მინიტრი და თავად მთავრობა არის უფლებამოსილი განსაზღვროს დღის წესრიგი. არც ერთი ნორმა არ აკონკრეტებს მთავრობის ვალდებულებას პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი ყველა საკითხი განიხილოს მის სხდომაზე, ასეთი იმპერატიული ჩანაწერი არ არსებობს. ამ გადაწყვეტილების მიღება მთავრობის დისკრეციაა”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები