ეკა ბესელია: პარლამენტის წევრს არასამუშაო დღეებში პატიმართან ვიზიტი არ ეკრძალება

„პარლამენტის წევრს არასამუშაო დღეებში პატიმართან ვიზიტი არ ეკრძალება“,-ასე უპასუხა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, თუ რატომ იმყოფებოდა ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანთან არასამუშაო დღეს.
„კვირას და უქმე დღეებზე ადვოკატები პენიტენციალურ სისტემაში ვერ შედიან, მაგრამ პარლამენტის წევრებს არ აქვთ აკრძალვა არასამუშაო დღეებში, მათ შორის, განახორციელონ ვიზიტი, თუ არსებობს ასეთი თანხმობა და ეს თანხმობა არის გაწერილი რეგლამენტით. არ ვიცი დეტალები, მაგრამ კანონის მიხედვით, აკრძალვა არ არის, კვირას შევა დეპუტატი თუ შაბათს, თუ მას აქვს პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი მიმართვა”,- განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები