სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როზარია პულისის შეხვდა.
როგორც მან აღნიშნა, ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საერთო ინტერესების გაძლიერება ერთობლივი მუშაობის ფორმა იქნება. „დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს საინფორმაციო ოფისის ხელმძღვანელის მხრიდან იყო ინტერესი ჩემს ხედვებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები ახალი კონსტიტუციით დადგენილი უფლებების ფარგლებში. ხოლო, ჩემი მხრიდან იყო ინტერესი, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ საინფორმაციო კამპანია, ნატო-ს ქმედებები საქართველოში. საუბარი იყო ასევე საქართველოს წინსვლის შესახებ, რაც მიღწეულია სწორედ ნატო-სთან თანამშრომლობით. ჩვენი პერსპექტივის გაძლიერება ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იქნება ჩვენი ერთობლივი მუშაობის ფორმა, როცა მე ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.