„როგორც იქნა, საქმე გაიხსნა” – სოფო კილაძე ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ ჩანაწერებზე
„როგორც იქნა, საქმე გაიხსნა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებას.
როგორც კილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დღევანდელი განცხადებით, დადასტურდა ის, რაც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ისედაც იცოდა და სერიოზული ეჭვები არსებობდა, რომ ეს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო შეკვეთილი. „როგორც იქნა, საქმე გაიხსნა. „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრძოლა 2011 წელს დაიწყო და არცერთი დღე არ გაჩერებულა, რადგან „ნაციონალები“ მუდმივად ცდილობენ, რომ ხელისუფლებას ლაფი შეასხან“, – განაცხადა სოფო კილაძემ. ცნობისთვის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, პროკურატურამ ყოფილი ხელისუფლების სამი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა.