საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით საბერძნეთში იმყოფება

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით საბერძნეთში, ქალაქ კავალაში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივი კომიტეტის რიგით 52-ე სხდომაში იღებს მონაწილეობას. PABSEC-ის კომიტეტის სხდომის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენს „პროფკავშირების როლი ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებაში”. აღნიშნული საკითხის შესახებ მიღებულ იქნება შესაბამისი მოხსენება და რეკომენდაციები.
კომიტეტის სხდომას ასამბლეის 12 ქვეყნის ეროვნული დელეგაცია ესწრება. ვიზიტის ფარგლებში ზაზა გაბუნიამ შეხვედრა გამართა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან მარკოს ბოლარისთან.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაში დამოუკიდებელი დეპუტატის ქვოტით იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ნიკოლაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები