მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე ხანძარია (ფოტოკოლაჟი)

თბილისში, მუშტაიდის ბაღის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ შენობაში ხანძარია.

როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, ცეცხლი კერძო საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. დამწვარია საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და გადახურვა, სულ 150 კვ. მ. ფართი.

უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე 7 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები