მამუკა ბახტაძე პრეზიდენტის შეთავაზებას პასუხობს: ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ

მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით, ბუნებრივია, მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხებზე მთავრობის სხდომის მოწვევის თაობაზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ შეთავაზებას.
„საქართველოში მთავრობის სხდომას ვატარებთ ჩვეულებრივი განრიგით და ჩვეულებრივი რეჟიმით. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საკითხზე სასაუბროდ. რაც შეეხება მთავრობაზე განსახილველ საკითხებს, ამას არეგულირებს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო და ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია აუცილებლად გააკეთებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გუშინ ბოლოდროინდელ მოვლენებს გამოეხმაურა. მან მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები