მამუკა მდინარაძე: სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში
სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„სხვა საქმეებთან ერთად ერთი კარგი ის გავაკეთეთ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩემი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა არასოდეს ყოფილა ამ ხარისხში. როგორც იქნა, გავბედეთ ღირსებაზე, მშვიდობაზე, საკუთარი ქვეყნის ღირსებაზე ლაპარაკი. ამაზე სულ ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა უკვე იმ კრიტიკულ მომენტებში, სადაც ანგარიშს ვუწევდით, რომ შიდა ტურბულენტობით ქვეყანაში ტურბულენტობა არ გამოეწვიათ, მივედით იმ ზომამდე, რომ თითქმის ბოლომდე გავბედეთ ღიად ლაპარაკი. ეს გაბედულობა სუვერენიტეტს კიდევ უფრო მაღალ ხარისხში აიყვანს“, – აღნიშნა მდინარაძემ.