ტრამპი: რუსეთს და უკრაინას მშვიდობა სურთ, ამიტომ ორივეს მოვუწოდებ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთს და უკრაინას მშვიდობა სურთ.

თეთრი სახლის ლიდერმა ორივე მხარეს მოუწოდა, რომ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

„ძალიან დიდი ხანია ველოდებით. ისინი უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ მშვიდობას“, – განაცხადა ტრამპმა.

შეთანხმების ბოლო ვადის შესახებ დასმულ კითხვაზე, ტრამპმა დასძინა: „მე მაქვს ჩემი საკუთარი ვადა“.

„მე ვამბობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ათასობით ადამიანის გადარჩენა და არ მომწონს, რომ ამას დიდი დრო სჭირდება. მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივეს სურს მშვიდობის დამყარება. მე ამის მჯერა, იქ ბევრი სიძულვილია, ბევრი ძალიან ცუდი ისტორიაა“, – განაცხადა ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები