მაია ცქიტიშვილი: პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, მოიწვიოს მთავრობის სხდომა

0

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პრეზიდენტის მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც მისი მონაწილეობით მთავრობის სხდომის მოწვევას ეხებოდა, განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, მოიწვიოს მთავრობის სხდომა. თუმცა მას და მის ადმინისტრაციას უფლება აქვს დაესწროს მთავრობის სხდომას.
„გვაქვს მთავრობის რეგლამენტი. მთავრობის სხდომების ჩატარება განსაზღვრულია რეგლამენტით. პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება, მოიწვიოს მთავრობის სხდომა. პრეზიდენტს შეუძლია, გამოთქვას სურვილი, მთავრობამ იმსჯელოს ამა თუ იმ საკითხზე, ეს არის მისი, როგორც მოქალაქის, როგორც პოლიტიკოსის სურვილი. როგორც პრეზიდენტს, მას არ აქვს კანონით მინიჭებული უფლება, მიმართოს პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევის მოთხოვნით. პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას მთავრობის რეგლამენტის შესაბამისად უფლება აქვს, დაესწროს მთავრობის სხდომას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი აქვს კონკრეტული საკითხი, რომლის განხილვაც არის მთავრობის კომპეტენციაში. პრეზიდენტის ეს განცხადება არის აცდენილი სამართლებრივ ჩარჩოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მან პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს შესთავაზა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი