სოფო კილაძე: ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ახალი სტრატეგია აირჩიეს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოფო კილაძის განცხადებით, მმართველი გუნდის ოპონენტებმა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ახალი სტრატეგია აირჩიეს.
როგორც კილაძე განმარტავს, ისინი “მორიგეობენ” ხელისუფლების წარმომადგენლების ფეისბუქგვერდებზე და დეზინფორმაციას ავრცელებენ.
“ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა იმ პარტიიდან, რომელიც მთელი თავისი “მოღვაწეობის” პერიოდში სიცრუისა და სიბინძურის გავრცელებით იყო დაკავებული, ახალი სტრატეგია აირჩიეს “ქართული ოცნების” წინააღმდეგ:
“ფეისბუქ” სივრცეში აქტიურად პოსტავენ და თავს საზოგადოებისთვის პოლიტიკურად ნეიტრალურ ადამიანებად ასაღებენ. ისინი “მორიგეობენ” ხელისუფლების წარმომადგენლების “ფეისბუქის” გვერდებზე და წერენ ათასგვარ ტყუილს და სიბინძურეს.
ამით ეს ადამიანები სოციალური ქსელებში ხელოვნურად ხატავენ აპოკალიფსს და ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ ქვეყანა იქცევა.
განვითარებულ მსოფლიოში ამ ტიპის ხალხს ტროლები ჰქვიათ. კარგა ხანია ვაკვირდები ამ პროცესს და ერთი რამ მინდა ამ ტროლებს ვუთხრა: თქვენი დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ქვეყანა მაინც სწორად განვითარდება. თქვენს ბელადს კი ჰგონია, რომ ქართველი ხალხი ბნელია. მერამდენედ უნდა შეცდეს?! თქვენთვისვე აჯობებს, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგოთ – ქართველი ხალხი მართლა ბრძენია და ტროლების ადგილი არც ქვეყანაშია და არც ქართულ სოც.ქსელებში”, – წერს სოფო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.