ზვიად ძიძიგური: “ნაცმოძრაობა” ” რუსთავი2″ -ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას

არავითარი გავლენა მოსახლეობაზე ამ სპექტაკლებს, რომლებსაც “რუსთავი 2” დგამს, არა აქვს. თვითონ თავისთვის ერთობიან, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ტელეკომპანია “რუსთავი 2” – ის ეთერში გასულ ჩანაწერებს და შემდგომ განვითარებულ პროცესებს.
“რაზეა საუბარი? რა შეიარაღებულ ფორმირებებზე საუბრობს სუბელიანი და როგორ შეიძლება ამაზე ასეთი „კრიახის“ ატეხა, როგორიც ატეხა რუსთავი2-მა? 50-კაციანი შეიარაღებული ფორმირება, ნემსი ხომ არ არის სადმე დაიმალოს? ვინმეს უნახავს საქართველოში შეიარაღებული ფორმირება ბოლო 6 წლის განმავლობაში, რომელსაც ფორმალური ხასიათი არ აქვს? უნახავს, რომ ვიღაც ლიდერები არიან, რომელსაც შეიარაღებული ადამიანები ჰყავთ და რომლებიც ვინმეს, ან ბიზნესს ან კონკრეტულ პერსონებს, ან პოლიტიკურ ლიდერებს ან ვინმეს ატერორებს? ეს ხომ თითიდან გამოწოვილი ამბავია?! ერთი რამ მინდა გითხრათ: 28 ოქტომბრამდე “რუსთავი2” ეცდება ასეთი ტიპის რეჟიმი შეინარჩუნოს არჩევნების ბოლომდე და ეს არის მათი მცდელობა გამოიწვიონ ქვეყანაში რაღაც დესტაბილიზაცია, მოსახლეობაში გააჩინონ აზრი, რომ ქვეყანაში თითქოს რაღაც რიგზე არ არის. მე საარჩევნო შეხვედრების ფორმატში მიწევს მოსახლეობასთან ძალიან ხშირი შეხვედრა: არავითარი გავლენა მოსახლეობაზე ამ სპექტაკლებს, რომლებსაც “რუსთავი 2” დგამს, არა აქვს. თვითონ თავისთვის ერთობიან: თითიდან გამოწოვილ ამბებს იგონებენ და ერთმანეთს აჯერებენ, რომ ქვეყანაში არის რაღაცა დიდი დაძაბულობა. ხელისუფლებამ ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს, როგორც კანონშია გაწერილი, პროკურატურამ თავისი სათქმელი უნდა თქვას, პარლამენტმა და მთავრობამ – თავისი. უნდა გითხრათ, რომ არაფერი რაიმე განსაკუთრებული არ ხდება: პროცესი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ, ძალიან ნორმალურ რეჟიმში. ეს არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, თუ არ ჩავთვლით იმ შავი პიარის უპრეცენდენტო მასშტაბებს, რასაც მან მიაღწია “რუსთავი2-ისა” და “ნაციონალური მოძრაობის” მეშვეობით. ყველაფერი არის რიგზე! 28 ოქტომბერს ხალხი გასცემს პასუხს იმას, რასაც “ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი2-ის” მეშვეობით, მუდმივად ცდილობს ხალხის დაშანტაჟებას და ფსიქოლოგიურ ტერორში ყოფნას”, – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები