დავით მათიკაშვილი: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს მისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდით მოახდინოს დესტაბილიზაცია

“ნაციონალური მოძრაობა” “რუსთავი2”-ის მეშვეობით აშანტაჟებს და ფსიქოლოგიურ ტერორში ამყოფებს საზოგადოებას დღეს, როდესაც ასეთი საჯაროობაა უზრუნველყოფილი, მსგავსი პრობლემა რომ არსებობდეს, აუცილებლად იჩენდა თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს.
„დღეს გამართულ პროკურატურის ბრიფინგზე ჩვენ მოვისმინეთ კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც ასევე, როგორც ჩანაწერიდან ჩანს შედგა ორ პიროვნებას შორის, პარლამენტის წევრსა და პატიმარს შორის, რომელიც არის მანამდე ჩაწერილი, როგორც ეს ასევე ჩანს პროკურატურის მიერ გამართული ბრიფინგიდან. ერთი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამან კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა და ამ კითხვის ნიშნებს ცხადია ჭირდება რა თქმა უნდა პასუხი. ჩვენ მოვისმინეთ ორი ჩანაწერი, ერთი თითქოს მუქარის შემცველი და ასეთი შთაბეჭდილება მხოლოდ მე არ შემექმნა, როგორც გაკეთებული კომენტარებიდან ირკვევა და მეორე ჩანაწერი ეს არის უკვე თითქოს ამ მუქარის შესრულება და ასრულება. მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხთან მიმართებაში იყოს გამოძიება დროულად დასრულებული. ყველა კითხვის ნიშანს უნდა გაეცეს პასუხი. ჩანს რომ ჩანაწერებიდან ასე ვთქვათ გადაუმოწმებელი, გადაუმოწმებელ ფონზე მხოლოდ იმ ჩანაწერიდან რაც ჩვენ მოვისმინეთ ჩანს ის რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ცდილობს მისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდით მოახდინოს დესტაბილიზაცია. კვლავ რევანშისტულად განწყობილი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამისთვის ისინი იყენებენ აბსოლუტურად ყველა საშუალებას და გზას. ეს იყო სწორედ ამ დღევანდელი ჩანაწერის ერთგვარი ლეიტმოტივი მაშინ, როდესაც ამ სიტყვების ავტორი სწორედ ამას ამბობდა რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკავშირდებიან და თხოვენ სხვადასხვა შანტაჟით თუ მოქრთამვით თუ ასე შემდეგ ნებისმიერ ინფორმაციას მათ შორის ტყუილსაც, იმისთვის რომ საკუთარი ესე იგი პოლიტიკური დღის წესრიგი შეასრულონ. არ ვიცი ეს ჩანს ჩანაწერში, ამიტომ ორივე ჩანაწერზე ზოგადად ამ თემაზე არის მნიშვნელოვანი, რომ დასრულდეს გამოძიება ყველა კითხვის ნიშანს გაეცეს პასუხი. საზოგადოებამ კარგად იცის რომ ქვეყანაში არ დადიან და არ დაძრწიან შეიარაღებული პირები, არ ხდება არავის წამება. 2004-2012 წლებში მიუხედავად უდიდესი შიშისა რაც საზოგადოებას ქონდა მაინც ეს ინფორმაცია დამალული არ დარჩენია საზოგადოების არც ერთს წევრს და როდესაც იყო ქვეყანაში მართლაც სისტემური დანაშაულზე საუბარი ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა ამას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. დღეს როდესაც ასეთი საჯაროობაა უზრუნველყოფილი და აბსოლუტურად არაფერი არ იმალება ჩვენს ქვეყანაში ასეთი პრობლემა რომ არსებობდეს ეს რა თქმა უნდა თავს ამოყოფდა აქამდე ანუ ესეც არის სწორედ ის კითხვის ნიშნები, ეჭვები რომლებიც ამ ყველაფერმა წარმოქმნა. ვის რაში ჭირდება ეს ყველაფერი, ვის რა პოლიტიკური მიზნებისთვის ჭირდება. შესაბამისად ჩვენი ამოსავალი წერტილი დღეს არის ის რომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ უნდა ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი სატელიტების მცდელობას საზოგადოება გამოიწვიონ და გამოიყვანონ წყობიდან. დაველოდოთ პასუხებს. ეს პასუხები ყველაზე უფრო მეტად ჩვენ გვაინტერესებს პირველ რიგში და ამ პასუხების შემდგომ მოვახდინოთ უკვე ამ თემის თავიდან ბოლომდე გაანალიზება კიდევ ერთხელ თუ რასთან, რა სახის დანაშაულთან გვაქვს საქმე. არის ეს ყველაფერი დადგმული, რა კითხვებია შიგნით და რა პასუხები გაეცა ამ კითხვებს“, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები