იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “ნაცმოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებაზე „პატრიოტების“ რეზოლუციის პროექტის დასკვნას დაუჭირა მხარი

0

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის “სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ გამოცხადებას ითვალისწინებს, დასკვნა მიიღო.
აღნიშნული რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა კომიტეტმა ორჯერ გადადო. დღეს კი კენჭი ეყარა დასკვნას, რომელშიც ასახულია სამართალდამცავი ორგანოების მიმართ მოწოდება, რომ მოხდეს წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა და დამნაშავეთა დასჯა.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის პრინციპების გათვალისწინებით, პარლამენტს არა აქვს კონკრეტული პირების დამნაშავედ გამოცხადების უფლებამოსილება.

კომენტარები

კომენტარი