საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია იუნესკოსთან ოფიციალურ თანამშრომლობას იწყებს
საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიამ იუნესკოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებში აკადემია 79 ქვეყნის 500-ზე მეტი უნივერსიტეტის და საგანმანათლებლო დაწესებულების პარტნიორი ხდება. შეთანხმება ასევე მიღწეულია „რომუალდო დელ ბიანკოს ფონდთან“.
შეთანხმება მოიცავს ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება-განხორციელებას. ოფიციალური ხელმოწერა პარტნიორებს შორის 2014 წლის ივლისის თვეში ფლორენციაში მოხდება, სადაც გარდა ცერემონიისა, დელეგაცია „საქართველოს დღეებს“ აღნიშნავს. ასევე გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია და ქართული ტრადიციული სამოსის გამოფენა.
შეხვედრები დაგეგმილია ფლორენციის ოფიციალურ სტრუქტურებში. აკადემიის დამფუძნებლების: თეონა ლავრელაშვილის და რიტა პროკოპენკოს თქმით, იუნესკოსთან და დელ-ბიანკოს ფონდთან თანამშრომლობით არაერთი საერთაშორისო ღონისძიება განხორციელდება, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველოს კულტურისა და ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.