ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის საელჩოსთან მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობები კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში არსებული რთული გარემოს მიუხედავად, საქართველო დემოკრატიულ რეფორმებს წარმატებით ახორციელებს. ირაკლი კობახიძემ ელჩს საკონსტიტუციო და მართლმსაჯულების, ასევე, დაგეგმილი დეცენტრალიზაციისა და პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმები გააცნო.
საუბარი ასევე, შეეხო საქართველოს ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს.
ულრიკ ტიდესტრომის შეფასებით, ორმხრივი ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება. მან აღნიშნა, რომ შვედეთისთვის საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ელჩმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ შვედეთი ყველა საერთაშორისო ფორმატს იყენებს საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე სასაუბროდ.
მისი თქმით, გაგრძელდება ის პროგრამები, რომლებსაც შვედეთის სამეფო და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA) აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები