კახა კალაძე ოპონენტებზე: ცდილობენ, ფონი შექმნან, რომ რაღაც უბედურება ხდება

დედაქალაქის მერის, პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, თუკი ციხეში მყოფ მირზა სუბელიანს რაიმე ჩანაწერი ჰქონდა, შეეძლო, აქამდეც წარმოედგინა საზოგადოებისთვის.
როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიება უნდა დაინტერესდეს როგორც მირზა სუბელიანის მიერ დასახელებული საქმეებით, ასევე აუცილებელია მოხდეს გამოძიება, თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, რომელიც დაავალდებულეს, ეს საუბრები ჩაეწერა და გამოეტანა.
„პირველი, ვთქვათ, რომ ეს ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, დღეს ზის ციხეში კონკრეტულ საქმეზე კონკრეტულ დანაშაულთან დაკავშირებით. თუ ამ ადამინს გააჩნდა რაიმე ამდაგვარი ჩანაწერები და ინფორმაციები, შეეძლო, აქამდეც წარმოედგინა ეს საზოგადოებისთვის, ეთქვა მოსახლეობისთვის. მგონია, რომ აუცილებელია გამოძიების დაწყება ყველაფერზე, რაც მან წარმოთქვა. ასევე აუცილებელია მოხდეს გამოძიება, თუ ვინ დააშანტაჟა ის კონკრეტული ადამიანი, ვინც დაავალდებულეს, ეს საუბრები ჩაეწერა და გამოეტანა. აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს ყველა კითხვას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
​მისივე თქმით, თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, მთელი სიმკაცრით და კანონის ფარგლებში უნდა მოეთხოვოს პასუხი,თუმცა კალაძე დარწმუნებულია, რომ ყველაფერი რაც ბოლო პერიოდში ხდება ოპონენტების ინტერესებში შედის.
“გუშინ, ვითომ საპროტესტო აქციები გამართა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 10-10 კაცი ყავდათ გამოყვანილი ყველა ქალაქში. ცდილობენ, ფონი შექმნან, რომ რაღაც უბედურება ხდება. თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვთ კონკრეტულ პირებს, მათ უნდა მოვთხოვოთ და კანონის წინაშე ვაგებინოთ პასუხი”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები