ეკა ბესელია: ეკრანის გარდა, მირზა სუბელიანი არსად მინახავს, განცდა რომ არ იყოს, რაღაცას ხელს ვაფარებთ, ყველაფერი უნდა გაირკვეს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის ჩანაწერების თაობაზე ყველაფერი გაირკვეს.
მისივე განცხადებით, დეპუტატი მირზა სუბელიანს არ იცნობს და ეკრანის გარდა არსად უნახავს.
„როცა ადამიანი შანტაჟის ენით საუბრობს, მგონია, ნებისმიერი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი თავს ვალდებულად ჩათვლის, რომ გამოძიება გამჭვირვალე იყოს და ყველაფერი გარკვეული. არ ვიცი, სუბელიანის მხრიდან ადრე იყო თუ არა შანტაჟის ენა გამოყენებული და ადასტურებს თუ არა იმას, რაც თქვა. უნდა დაიკითხოს და ყველა განმარტება უნდა გააკეთოს. მას შემდეგ, რაც ამ ჩანაწერების ნამდვილობა სადავო არ გახდება, შეფასებების გაკეთება გაცილებით უფრო ადვილი იქნება. ფაქტია, რომ ადამიანი პატიმრობის ქვეშაა და შანტაჟის მიუხედავად, არავინ არ შეშინებულა. კითხვები არ უნდა დაგროვდეს და უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაირკვეს, დასამალი არაფერია. არავინ არავის ხელს არ დააფარებს. მირზა სუბელიანს საერთოდ არ ვიცნობ, არ ვიცი, რას ეუბნება. ეკრანის გარდა, არსად არ მინახავს, არც კონტექსტი არ ვიცი, ვერ გავიგე, საერთოდ რა არის. ვინმემ დაავალა და იმიტომ ახსენა?! – არ ვიცი. ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს. პირადად მე, არცერთი კითხვა არ მეუხერხულება. რასაც კი ამბობს, ყველაფერი გაირკვეს. რატომ ხდება, ვის ინტერესებშია, ხომ არ მოიგონა და რა ხდება, გასარკვევია. მსგავსი მეთოდები გვახსოვს და ცუდ ასოციაციებს იწვევს. განცდა, რომ არ იყოს, რაღაცას ხელს ვაფარებთ, ყველაფერი უნდა გაირკვეს“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები