ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰუბერტ კნირშთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ირაკლი კობახიძემ ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და გერმანიის მხრიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმირების პროცესში გერმანული ორგანიზაციებისა და ფონდების, ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის როლი.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრეს. მათი შეფასებით, ყველა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე.
ირაკლი კობახიძემ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები