პრობაციონერებისთვის მუზეუმში ექსკურსიები მოეწყო
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებულ მუზეუმებში ექსკურსიები მოაწყო.
უწყების ინფორმაციით, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი 15 პირობით მსჯავრდებული საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრა. პრობაციონერებმა დაათვალიერეს მუზეუმის ფონდებში დაცული მრავალფეროვანი ექსპოზიცია (“ოქროს ფონდი“, „ოკუპაციის მუზეუმი“, საბრძოლო იარაღის კოლექცია და სხვა). პირობით მსჯავრცდებულები დიდი ინტერესით გაეცნენ სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულ, საყოფაცხოვრებო და დოკუმენტურ მასალებს. მუზეუმის გიდმა დამთვალიერებლებს მიაწოდა ინფორმაცია გამოფენილი ექსპონატების ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს ყველა რეგიონში პრობაციონერთათვის მოწყობილ ანალოგიურ ექსკურსიებში 120-ზე მეტი პირობით მსჯავრდებული მონაწილეობდა.