საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან გახშირებულ დაკავებებს ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან გახშირებულ დაკავებებს ეხმაურება. როგორც ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკანიანმა განაცხადა, ამ საკითხებზე ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებშიც იქნება მსჯელობა.
„რაც შეეხება გუშინ მწყემსის დაკავების ფაქტს, ეს საკითხიც არის ცნობილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო უშუალოდ ჩაერთო. ამ საკითხზე ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებშიც იმსჯელებენ და ინფორმირებულნი არიან ჟენევის თანათავმჯდომარეები. ჩვენ ველით ქმედებებს. წინა შემთხვევაში, მოგეხსენებათ, რომ 17 კაცი მაშინვე გაათავისუფლეს. ეს შემთხვევაც ალბათ ქართველი მწყემსის განთავისუფლებით დასრულდება “,- განაცხადა დავით ზალკანიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები