კახა კალაძე: თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, “ომეგა ჯგუფის” საქმეზე მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და თუ საჭირო გახდება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა, გამოძიება მასაც დაკითხავს.
აღნიშნული კომენტარი დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ გააკეთა. „ამ თემასთან დაკავშირებით ბევრჯერ მომიწია განცხადების გაკეთება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ არსებობს რაიმე საჭიროება, რომ კონკრეტული პირები, კონკრეტული ადამიანები იყვნენ დაკითხულნი, გამოძიება დაწყებულია და იმოქმედებს. თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება. ჩემი პირადი პოზიცია როგორ უნდა გითხრათ, როგორ უნდა გაგცეთ პასუხი, საერთოდ თემას არ ვიცნობ და საქმის დეტალები არ ვიცი. ამასთან, არც გამომძიებელი ვარ. მე ვარ ქალაქის არჩეული მერი, 51% მივიღე არჩევნებში და ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები