დარიალის ხეობაში მოსალოდნელი საფრთხის დროს ხმოვანი სიგნალი ამოქმედდება

კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” დარიალის ხეობაში სოფელ გველეთში ხმოვანი სიგნალი დაამონტაჟა, რომელიც მოსალოდნელი საფრთხის დროს ამოქმედდება.
როგორც კომპანიის ყაზბეგის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა დავით კიკალიშვილმა განაცხადა, სიგნალის დაფარვის ზონა 1000 მეტრს მოიცავს.
“ადგილზე მორიგე მორიგეობს, რომელიც საშიშროების შემთხვევაში ჩართავს ხმოვან სიგნალს”, – აღნიშნა “ენერგო-პრო ჯორჯიას” ყაზბეგის მომსახურების ცენტრის მენეჯერმა.
კომპანიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას, კვლავ დადგება მეწყერის ჩამოწოლის ან სხვა საშიშროება, მომსახურე პერსონალი, რომელიც მუშაობს გაწმენდით სამუშაოებზე ხმოვანი სიგნალით მიიღებს გაფრთხილებას.
დარიალის ხეობაში მეწყერი შაბათს ჩამოწვა. ამ დროისთვის დაკარგულად 7 ადამიანი ითვლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები