ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვენის რეისის საზეიმო დახვედრა გაიმართა

რამდენიმე წუთის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ვენიდან პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი მიიღო. საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული შადრევნით დახვნდენ.
პირველი რეისის მგზავრებს აეროპორტის თანამშრომლებმა საჩუქრად ღვინოები გადასცეს. დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით და პირიქით, რეგულარული რეისები კვირაში ორჯერ: ხუთშაბათსა და კვირას სრულდება.
ავსტრია რიგით მე-15 ქვეყანა და 21-ე მიმართულებაა, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები