„ანატომიის“ პროდიუსერი: გადაცემა „რუსთავი 2“-ის ეთერით მალე გავა

გადაცემა „ანატომია“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში მალე გავა. ამის შესახებ გადაცემის პროდიუსერმა თამუნა ჯანელიძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბარში განაცხადა.
„ეთერში მალე გავდივართ, მაგრამ ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცით. მოლაპარაკება არ არის დასრულებული და დეტალები გასარკვევია. ჩვენ არ გადავდივართ „რუსთავის 2-ზე“ სამუშაოდ. ჩვენ ჩვენი სტუდიით ვიქნებით შესულები და არხი მხოლოდ დროს დაგვითმობს. ანუ „რუსთავი 2“ ჩვენგან პროდუქტს ყიდულობს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები