თამარ ჩუგოშვილი: გადასახადების გადაუხდელობის ზეწოლით არ შეიძლება ევროსაბჭომ დათმოს თავისი პრინციპული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, დღეს ევროსაბჭოში გაიმართება დებატები – ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ტორბიორნ იაგლანდთან კითხვების დასმის პროცედურა. მისი თქმით, დისკუსია იქნება საკმაოდ მწვავე.
„როდესაც დღის წესრიგში დადგა რუსეთის გამო წესებისა და პროცედურების შეცვლის და სანქციების გამარტივების საკითხი, ამაში ასამბლეამ, გარკვეულწილად, გენერალური მდივნის როლიც დაინახა და აღქმული იქნა, რომ ის ამ პროცესს ხელს უწყობდა, რამაც გამოიწვია საკმაოდ დიდი გაღიზიანება. საპარლამენტო ასამბლეა ფიქრობს, რომ მართალია რუსეთი არ იხდის გადასახადს, რომელსაც უნდა იხდიდეს, მაგრამ არ შეიძლება, რომ ამ გადასახადების გადაუხდელობის ზეწოლით ევროსაბჭომ დათმოს თავისი პრინციპული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ”, – აღნიშნა სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები