პროკურატურა: ბავშვთა სამყაროს დაზარალებულებისთვის ანაზღაურების გაცემა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას სცილდება

 

„ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა,- ამის შესახებ მთავარი პროკურატურის განცხადებაში წერია.

ოფიციალური ინფორმაციით, გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი.

“შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2017 წლის 27 ივლისს, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა – ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ.

2017 წლის 1 დეკემბერს, გ.მ.-ს და მ.თ.-ს საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ძირითად საქმეზე, კვლავ გრძელდება გამოძიება.

ბრალდების მხარეს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს იმ პირებთან, რომლებმაც მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს. თითოეულ მათგანს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები.

პროკურატურისათვის მნიშვნელოვანია, თითოეულ დაზარალებულს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, თუმცა, უშუალოდ გამოძიების მწარმოებელი ორგანოსაგან შესაბამისი ანაზღაურების მიღების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან ეს პროკურატურის კომპეტენციას სცილდება,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები