სოფო კილაძე: არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ღია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სალომე ზურაბიშვილს

„არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ღია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სალომე ზურაბიშვილს“, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფო კილაძემ ჟურნალისტების კითხვას სალომე ზურაბიშვილის მიერ კომერციული ბანკიდან სესხის აღებასთან დაკავშირებით.
ამასთან, კილაძე განმარტავს, რომ „ქართულ ოცნებას“ სრული უფლება ჰქონდა, დაეყენებინა საკუთარი კანდიდატი, თუმცა გადაწყვეტილება მიიღო და სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი.
„ჩვენ არ გვჭირდება, რომ რაღაცეები დავმალოთ ჩვენი საზოგადოებისგან, პირიქით, სრული უფლება გვქონდა ჩვენი კანდიდატი დაგვეყენებინა, რაც არ გავაკეთეთ შეგნებულად. ამიტომ ოპოზიციის განცხადება არის საკითხის სპეკულირება. არაფერი განსაკუთრებული არ არის იმაში, რომ ღია მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სალომე ზურაბიშვილს. ამასთან დაკავშირებით რატომ აქვთ ვიღაცეებსკითხვის ნიშნები, ეს მე პირიქით მიჩენს კითხვის ნიშანს, ხომ არ სპეკულირებენ ეს ადამიანები. ნებისმიერ თემაზე ხდება სპეკულირება, რაც არის ძალიან ცუდი. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნებისა“ და მისი თავმჯდომარის წინააღმდეგ ამ კამპანიამ მიიღო შავი პიარის ხასიათი, რომელიც არის გაჟღენთილი სიძულვილით და დაპირისპირებით, რაც ნამდვილად არ ეკადრება არც ერთ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფება აქვს”,- განაცხადა კილაძემ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კომერციული ბანკიდან, კერძოდ „ქართუდან“, მილიონი ლარი ისესხა.
შესაბამისი ინფორმაცია კანდიდატის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, რომელიც აუდიტის სამსახურის საიტზე გამოქვეყნდა და 12 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები