სოზარ სუბარი: სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული

„სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული“, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა, სოზარ სუბარმა რუსთავში, დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს პრინციპები შესაძლოა იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან ან მის რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში.
„ჩვენ გვაქვს შანსი ერთი ძლიერი გუნდით ვიბრძოლოთ ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის რჩება თავისი პრინციპების ერთგული. ეს პრინციპები შეიძლება იყოს დაპირისპირებული ხელისუფლებასთან, შეიძლება იყოს ზოგჯერ დაპირისპირებული ხელისუფლების რომელიმე გადაწყვეტილებასთან, მაგრამ ის ყოველთვის დგას ქვეყნის სამსახურში. არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მას ერთი წუთით ამ პრინციპისთვის ეღალატოს. სალომე ზურაბიშვილი იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი ამ ქვეყანაში. ჩვენ ყველანი ერთად, დარწმუნებულები ვართ, რასაც ვაჩვენებთ კიდევაც 28 ოქტომბერს. რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სწორედ ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პრეზიდენტი/ სწორედ იმიტომ, რომ ეს ადამიანი შეძლებს იმ ერთიანობის შეგრძნების შემოტანას ქართულ საზოგადოებაში, რაც ასე ძალიან გვაკლია და რაც ასე ძალიან გვიჭირს – კრიტიკული, როცა საჭიროა, მაგრამ ერთიანი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ეს არის მთავარი პრინციპი, რომლითაც ჩვენ ყველანი ვხელმძღვანელობთ და რომლითაც ყველანი ვმოქმედებთ როცა საქართველოს სჭირდება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები