დარიალის სტიქიის გამო რიჩარდ ნორლანდმა მწუხარება გამოთქვა
დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის გამო ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა მწუხარება გამოთქვა. ელჩმა აღნიშნა, რომ მთავრობამ სიტუაციის შესაბამისად სწრაფად იმოქმედა.
„უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით დარიალის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს. შექმნილი სიტუაციის შესაბამისად, მთავრობამ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება. მიუხედავად ამისა, არიან დაღუპულები, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებს, ვინც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან, მალე იპოვნიან. ჩვენ ძალზედ ვწუხვართ მომხდარის გამო“, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.