აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით მანდარინის სექტორის მეორე ფორუმი გაიმართა

   ქალაქ ბათუმში USAID-ის „ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ“, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, მანდარინის სექტორის მე-2 ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა გახსნა. ფორუმზე განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც მანდარინის ინდუსტრიის განვითარების წინაშე დგას. „ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია მანდარინის ინდუსტრიის განვითარება. წელს მანდარინის სუბსიდირების უპრეცედენტო პროგრამა განვახორციელეთ. სახელმწიფოს ხელშეწყობით მანდარინის ექსპორტი გაიზარდა, რაც ახალ ბაზრებთან ხელმისაწვდომობამაც გახადა შესაძლებელი.
ფორუმზე მანდარინის ინდუსტრიის განვითარების ფაქტობრივად ყველა მიმართულებაზე ვისაუბრეთ,“ – განაცხადა დავით ნატროშვილმა.
მანდარინის სექტორის ფორუმზე ასევე ისაუბრეს მანდარინის მოყვანის უახლესი ტექნოლოგიების ათვისების შედეგებზე. აღსანიშნავია, რომ აჭარისა და გურიის რეგიონებში EPI-ის (ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა) შექმნილი აქვს ოთხი სადემონსტრაციო სასწავლო ნაკვეთი, სადაც 3000-მდე ფერმერმა მანდარინის მოყვანის უახლოესი ტექნოლოგიებისა და ეფექტიანი წარმოების საკითხებზე სასწავლო კურსი გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები