ირაკლი სესიაშვილი: როცა სიძულვილის ენა არის ოპონენტების ძირითადი ინსტრუმენტი, ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის მიუღებელი

„როცა სიძულვილის ენა არის ოპონენტების ძირითადი ინსტრუმენტი, ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის მიუღებელი და უწესობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, ირაკლი სესიაშვილმა არასამთავრობო სექტორიც გააკრიტიკა, რომლებიც ნიკა გვარამიას განცხადებას არ გამოეხმაურნენ და დუმილი აირჩიეს.
ამასთან, დეპუტატმა უწესობის სტანდარტი უწოდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქციელს, რომლებსაც პრეტენზია აქვთ დამოუკიდებლობაზე და ამავდროულად ხმას არ იღებენ ქალზე განხორციელებულ ფაშისტურ თავდასხმებზე.
„როცა სიძულვილის ენა არის ოპონენტების ძირითადი ინსტრუმენტი, ეს არის ქვეყნის დემოკრატიისთვის მიუღებელი და უწესობა. ქალ პრეზიდენტობის კანდიდატს თავს ესხმიან უსაფუძვლოდ და რეაქცია არ აქვთ, როცა სიძულვილის ენა მეფობს, რეაქცია აქვთ მხოლოდ ჩვენს მითითებასა და კრიტიკაზე. ჩვენი მხრიდან რჩევაა, რომ დაფიქრდნენ იმ სამოქალაქო გამოწვევაზე, რასაც ჰქვია სამოქალაქო ინტერესების სადარაჯოზე ყოფნა”,- განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქპოსტი გაავრცელა:
„უკიდურესად უნდა შევავიწროვოთ ყველა, ვინც სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, აფინანსებს ან კამპანიაში სხვაგვარად ეხმარება“ – წერს ნიკა გვარამია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები