“რა მძიმე და უხერხული მოცემულობაა, რომ საფრანგეთის საელჩო დუმს და არანაირი გამოხმაურება არ აქვთ იმ ძალიან ლეგიტიმურ კითხვებზე, რომლებიც მათ მიერ “ნაცებზე” გაცემულ გრანტებს ეხება” – მათიკაშვილი
“რა მძიმე და უხერხული მოცემულობაა, რომ საფრანგეთის საელჩო დუმს და არანაირი გამოხმაურება არ აქვთ იმ ძალიან ლეგიტიმურ შეკითხვებზე, რომლებიც მათ მიერ “ნაცებზე” გაცემულ გრანტებს ეხება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, დავით მათიკაშვილი აცხადებს.
ამით ის საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული დაფინანსებას ეხმაურება, რომლის შესახებაც გრანტების კანონის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გახდა ცნობილი.
“რა მძიმე და უხერხული მოცემულობაა, რომ საფრანგეთის საელჩო დუმს და არანაირი გამოხმაურება არ აქვთ იმ ძალიან ლეგიტიმურ შეკითხვებს, რომელიც მათ მიერ “ნაცებზე” გაცემულ გრანტებს ეხება. საფრანგეთის საელჩო ვალდებულია პასუხები გასცეს საზოგადოების ლეგიტიმურ შეკითხვას, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ იყოს პასუხი, არის სრული სიჩუმე, რაც ძალიან უხერხული მოცემულობაა. მე იმედი მაქვს, რომ დიპლომატები დიპლომატიურად მოიქცევიან და პასუხს გასცემენ კითხვებს, რომელზე პასუხიც ნამდვილად არის დიპლომატიური საქციელი”, – განაცხადა მათიკაშვილმა.