ინდოეთში შეიარაღებულმა პირებმა ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს – დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი

ინდოეთში, კაშმირის რეგიონში ტურისტებზე შეიარაღებულ თავდასხმას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა შიდა ტურისტების ჯგუფს, რომლებიც ინდოეთში სილამაზით პოპულარულ ერთ-ერთ ადგილს სტუმრობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს.

შემთხვევა პაჰალგამში, ჰიმალაის თვალწარმტაც ქალაქში მოხდა, რომელსაც ხშირად „ინდოეთის შვეიცარიას“ უწოდებენ.

რეგიონის მთავარმა მინისტრმა, ომარ აბდულაჰმა განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმა იყო „ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ის, რაც ვნახეთ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბოლო წლებში“.

გავრცელებული ინფორმაციით, არის დიდი რაოდენობით დაჭრილი, ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, დამნაშავეები „მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებენ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები