ნინო წილოსანი: სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო გაუქმებული უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება – ვუბრუნდებით მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ქართული ენის პოპულარიზაციას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას ეხმაურება, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს გულისხმობს და აღნიშნავს, რომ საქართველო უბრუნდება მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გაუქმდა.

„კომიტეტზე მეორე მოსმენით დამტკიცდა ინიციატივა, რომელიც გულისხმობს ქართული ენის სწავლების აღდგენას ბაკალავრიატზე. მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ სწორედ წინა ხელისუფლების დროს იყო გაუქმებული უნივერსიტეტებში, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება და, რა თქმა უნდა, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით, ახლაც ვუბრუნდებით მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის ქართული ენის პოპულარიზაციას“, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები