კახა კალაძე: სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს

   ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს, რათა დაკარგული ადამიანების პოვნა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს.
„დარიალში ამჟამად ისევ მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მე ამ წუთში მქონდა საუბარი ჩემს მოადგილესთან. ვვრაუდობთ, რომ დღის ბოლოს შესაძლებელი იქნება მდინარე თერგის თავის კალაპოტში დაბრუნება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“- განაცხადა კახა კალაძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ დილისთვის იქნება პირველი დასკვნა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია ღვარცოფი დარიალის ხეობაში, სამ კვირაში კი მომხდართან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა დაიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები