საყდრისის მაღაროზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირას მიიღებენ
საყდრისის მაღაროს საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო კვირას მიიღებენ. კულტურის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იმ კომპანიასთან, რომელიც საყდრისის ტერიტორიაზე მუშაობს. სააგენტომ რამდენიმე მეცნიერი ჩამოიყვანა, დაიდო დასკვნა თავისი რეკომენდაციებით, ამის გაანალიზება და შესწავლა მიმდინარეობს. სააგენტო და კომპანია დასკვნის მიხედვით იმოქმედებენ.