სალომე ზურაბიშვილი: აუცილებელია ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგარეჯოში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მან ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების თანასწორობაზე, მათ შორის, ისაუბრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებსა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
„პრაქტიკულად, მთელ ქვეყანაში დაწყებულია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარი – ამ ადამიანების ინტეგრაცია საზოგადოებაში. მათი ინტეგრაცია დამოკიდებულია არა კანონებზე, არა ფულზე, არამედ ჩვენი მენტალობის შეცვლაზე. თუ ჩვენ არ შევცვლით დამოკიდებულებას, ისინი ვერ გამოვლენ სახლებიდან. მე ვიქნები მათი ლობისტი ხელისუფლებაში”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები