ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოში ინვესტიციების ჩადების ინტერესი გამოთქვეს
ებრაელ ბიზნესმენებთან შეხვედრისას გადაწყდა, რომ მარტში ისინი საქართველოს ესტუმრებიან და ადგილზე გაეცნობიან ქართულ საინვესტიციო გარემოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ისრაელში გამართული ვიზიტის შედეგების შეაჯამებისას განაუცხადა. მისივე თქმით, ებრაელი ბიზნესმენების საქართველოში ვიზიტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი გაუწევს კურირებას. ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, საქართველო-ისრაელის მთავრობათაშორისი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ამოქმედება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ერთგვარი გარანტია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში დასრულდა.