“დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს დაუჭერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში შეკრებილ მოსახლეობას სამეგრელოს რაიონების გამგებლობის კანდიდატები წარუდგინა.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ის დარწმუნებულია , რომ ხალხი მხარს დაუჭერს კოალიცია “ქართულ ოცნებას“.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს დაუჭერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას და ჩვენ შევძლებთ ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ამას სჭირდება მუდმივი შრომა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მე მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება!
კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ“ სამეგრელოში ძალიან კარგი კანდიდატები, პროფესიონალები შეარჩია. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისინი კარგი რეპუტაციით სარგებლობენ ხალხში. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ,,ქართული ოცნების“ გამგებლების კანდიდატები: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი – ედიშერ თოლორაია;
აბაშის გამგებელი – მამუკა კვიტაშვილი; სენაკის გამგებელი – გოჩა დგებუაძე;
მარტვილის გამგებელი – ალექსანდრე გრიგალავა; ხობის გამგებელი – გოჩა ქაჯაია;
წალენჯიხის გამგებელი – გოგა გულორდავა; ჩხოროწყუს გამგებელი – დავით გოგუა;
მესტიის გამგებელი – კაპიტონ ჟორჟოლიანი; ქალაქ ფოთის მერი – ირაკლი კაკულია.
მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლები ნამდვილად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ თვითმმართველობის არჩევნებში.
ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მეგრელები კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ, რომ ყველაზე მებრძოლი ხალხი ხართ და არც ამ ბრძოლაში, არც ამ არჩევნებში დაიხევთ უკან და ხმას მისცემთ ხალხის ხელისუფლებას – ,,ქართულ ოცნებას“!
მოვუწოდებ ყველას, ხმა მიეცით ,,ქართული ოცნების“ კანდიდატებს! შემოხაზეთ 41 !
ჩვენ გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას!
ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე, ერთად ვიზრუნოთ სამეგრელოზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.