შალვა ხაჭაპურიძე: ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დაკითხვა „ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით დაიწყო.
ლევან ყიფიანი სასამართლოში ადვოკატთან, შალვა ხაჭაპურიძესთან ერთად რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ლევან ყიფიანი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს.
“მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც შეიტანს აბსოლუტურად ახალ გარემოებებს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ. ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე ჩანაწერი, ნაწილი რომელიც იყო, სანამ ინტერვიუს მიცემდა ბატონი ზაზა ოქუაშვილი. ჩვენ ვფიქრობთ და მას მიაჩნია, რომ იყო მონტაჟი, ამოჭრილი, გადაკერებული და იმედი გვაქვს, რომ ამას გამოძიება დაადგენს,” – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.